
იტალიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ ქართველი ხელბურთელები ლატვიელებს დაუპირისპირდნენ. როგორც უკვე გაცნობეთ, ამ დონის შეჯიბრებებზე ეს გუნდები აქამდე ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 1999 წელს ქართველებმა ორივე მატჩი მოიგეს, სამი წლის წინათ კი მსგავს წარმატებას ბალტიისპირელებმა მიაღწიეს. მასპინძლები რევანშის წყურვილით გავიდნენ სარბიელზე, მაგრამ პირველი წუთებიდანვე მედგარ წინააღმდეგობას წააწყდნენ. შესვენებაზე გუნდები თანაბარი ანგარიშით წავიდნენ (11:11). მეორე ტაიმის ოცი წუთის განმავლობაში სტუმრები დომინირებდნენ, თუმცა დიდი სხვაობით დაწინაურება ვერც მათ მოახერხეს. საფინალო სასტვენამდე ათი წამით ადრე ტაბლოზე ორი 21 ენთო. სწორედ ამ დროს შოთა თევზაძემ მოიგერია ბურთი, რომელსაც მისი თანაგუნდელები დაეუფლნენ და ელვისებურ იერიშზე გადავიდნენ, მაგრამ არბიტრებმა შეტევისას მოულოდნელად ვლადიმერ რუსია დააჯარიმეს. ლატვიელებმა დარჩენილ ხუთ წამში ბურთის გათამაშება და გადამწყვეტი გოლის გატანაც მოახერხეს.

12 ივნისს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2012 წლის შესარჩევ ეტაპზე მეორე მატჩი გამართა. ქართველმა ხელბურთელებმა ლატვიის ნაკრებთან 21:22 წააგეს და მომდევნო ეტაპზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგეს. მერაბ მეტრეველის გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩი დათმო. 11 ივნისს ნაკრები იტალიასთან, რომელიც ჯგუფის ფავაორიტად გამოიკვეთა 25:30 დამარცხდა.
დღესვე იტალიელებმა დაძაბულ პაექრობაში ერთი ბურთით აჯობეს ფინელებს და ფაქტობრივად გაინაღდეს მომდევნო ეტაპზე გასვლა. 13 ივნისს საქართველოს ნაკრები ფინელებს დაუპირისპირდება და რევანშის აღებას შეეცდება. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა იანვარში სკანდინავიელებთან “ჩელენჯ-ტროფის” ფინალი დათმო. იტალიელები კი ლატვიასთან მესამე გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან.

თბილისის სპორტის სასახლეში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პირველი საკლვალიფიკაციო მატჩები გაიმართა.
ტურნირი ფინეთისა და ლატვიის ნაკრებმა გუნდებმა გახსნეს. თამაში ნელ ტემპში დაიწყო, თითქმის 8 წუთი ისე გავიდა გოლი არ გასულა, თუმცა რამდენიმეჯერ ამის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. იმედი რომ გადაწურული იყო 7:30 წუთზე ლატვიელმა აივის იურდისმა მოახერხა ანგარიშის გახსნა 1:0, მას რამდენიმე წამში ანდრეას რიონბერგმა მიბაძა და ანგარიში გაათანაბრა 1:1.
უნდა აღინიშნოს, რომ ორივე გუნდი მთელი 30 წუთის განმავლობაში ერთ დონეზე, უღიმღამოდ თამაშობდა. ანგარიშში სხვაობა 1-2 ბურთით თუ შეიცვლებოდა, ან ფრე ფიქსირდებოდა.
მეორე ტაიმი ორივე გუნდმა შედარებით აქტიურად დაიწყო თუმცა თამაშის რიტმი არ დაურღვევიათ და 15 წუთის გასვლის შემდეგ კიდევ 9-9 ბურთი გაიტანეს, ამის შემდეგ ანგარიში ისევ ფრე 20-20 გახდა, მაგრამ ფინელებმა მაინც იმარჯვეს და მატჩი მათი გამარჯვებით 26:24 დასრულდა.

11 ივნისს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი სპორტის სასახლეში იტალიის ნაკრებთან გამართა და 25:30 წააგო. ევროპირველობის პირველ შესარჩევ ეტაპს სპორტის სასახლე მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებს მეტოქეებად იტალიის, ლატვიის და ფინეთის ნაკრებები ჰყავს.
მერაბ მეტრეველის გუნდმა თამაში კარგად დაიწყო და იგებდა კიდეც, მაგრამ მეორე ტაიმში იტალიელებმა 6 ბურთით გაქცევა შეძლეს, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. ბოლო წუთებზე ქართველი ხელბურთელების მცდელობის მიუხედავად მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ მოხერხდა. ჩვენი ნაკრებიდან ყველაზე გამორჩეული ვლადიმერ რუსია იყო, რომელმაც 8 ბურთი გაიტანა. ამავე ჯგუფის მეორე მატჩში ფინეთის ნაკრებმა ლატვიას 26:24 მოუგო. 12 ივნისს საქართველოს ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება, იტალიელები კი ფინელებთან ითამაშებენ.

ევროპაში ხელბურთის გეოგრაფიის (გაიზარდა ქვეყნების რიცხვი) და საერთშორისო ტურნირების გაზრდამ, დღის წესრიგში დააყენა ევროპული კონტინენტალური კონფედერაციის შექმნა, რომლიც თავად მიხედავდა ხელბურთის განვითრებას და საერთშორისო შეჯიბრებების ჩატარებას ევროპის კონტინენტზე. ამიტომაც 1991 წლის ნოემბერს ბერლინში ევროპული ქვეყნების ხელბურთის ფედერაციების წარგზავნილებმა დაარსეს ევროპის ხელბურთის ფედერაცია (EHF). იგი მაშინვე გაწევრიანდა ხელბურთის საერთშორისო ფედერაციაში და თავის თავზე აიღო ევროპული ხელბურთის მოვლა-პატრონობა. უკვე თავის პირველსავე კონგრესზე ფედერაციამ გადაწყვიტა ჩაეტარებინა ევროპის ჩემპიონატები ხელბურთელ ვაჟთა და ქალთა ნაკრებ გუნდებს შორის. 1994 წელს პორტუგალიაში (ვაჟები) და გერმანიაში (ქალები) გაიმართა ევროპის პირველი ჩემპიონატები. ჩემპიონატები ტარდება ორწლიანი ციკლით. თანამედროვე ხელბურთში შექმნილი ძალთა განლაგება სრულიად იძლევა იმის საფუძველს რომ ევროპის ჩემპიონატები ჩაითვალოს მცირე მსოფლიოს ჩემპიონატებად, თუმცა ზოგჯერ ზოგიერთი გუნდი ამ ტურნირს იყენებს უფრო მნიშვნელოვანი ტურნირებისათვის (ოლიმპიური თამაშები და მსოფლიოს ჩემპიონატები) მომზადების მიზნით.

კაცთა EHF EURO 2012 საკვალიფიკაციო კენჭისყრა ჩატარდება ქალაქ ბელგრადის ჰოლში, სერბეთში, 2010 წლის 12 აპრილს. კენჭისყრა დაიწყება დილის 11 საათზე, რომლის ორგანიზატორი არის სერბეთის ხელბურთის ფედერაცია.
EHF EURO 2012 საკვალიფიკაციო სისტემა
სერბეთში დაახლოებით 39 ქვეყნის გუნდმა გაიარა რეგისტრაცია Men’s EHF EURO 2012-თვის.ამ ჩემპიონატში წინასწარ აქვთ დაჯავშნული ადგილები საფრანგეთს რომელიც მოქმედი ჩემპიონია და სერბეთს,რომელიც ამ ჩემპიონატის მასპინძელია და ამიტომ ეს ორი გუნდი ავტომატურად მოხვდა ფინალურ ეტაპზე. რაც შეეხება დანარჩენ გუნდებს 16 ფინალური ეტაპის ადგილიდან 14 არის თავისუფალი..
დარჩენილი 37 გუნდი იბრძოლებს იმისათვის რომ გზა გაიკაფონ სერბეთისაკენ, და გადალახონ საკვალიფიკაციო ეტაპი რომელიც 2 ფაზისგან შედგება.
პორველი ფაზის კენჭისყრა შედგა ავსტრიაში, 12 გუნდი ითამაშებს 3 ჯგუფად. ეს თამაშები ასპარეზს აიღებენ 2010 წლის ივნისში და თითოეული ჯგუფის ლიდერი განაგრძობს ბრძოლას.
საკვალიფიკაციო ეტაპი სერბეთში შედგება შვიდი,ოთხ გუნდიანი ჯგუფისგან. გუნდები მთლიანად ითამაშებენ ექვს შეხვედრას საგარეო და საშიანოს ჩათვლით ყველა ოპონენტთან. გუნდები რომლებიც ჯგუფში დაიკავებენ პირველ და მეორე ადგილებს ისინი მოხვდებიან პირდაპირ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე სერბეთში.

როგორც გახსოვთ, ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის წილისყრამ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეებთან ერთად ისიც გაარკვია, რომ ჩვენს ქვეყანას B ჯგუფის მასპინძლობის უპირატესობა მიენიჭა. მთავარი ის იყო, რომ ქართულ მხარეს მატჩების აქ ჩატარების მზადყოფნა გამოეთქვა, თორემ ჩვენი მეტოქეები მასპინძლობის უფლებაში ვერ შეგვეცილებოდნენ. საქართველოს უარის შემთხვევაში შეხვედრები ორ წრედ, მიმოსვლით ჩატარდებოდა, რაც ოთხივე მხარისთვის ფინანსურად წამგებიანი იქნებოდა.
საბედნიეროდ, საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ სპორტის დეპარტამენტის თანადგომით შეძლო ევროპის ხელბურთის ფედერაციაში გარანტიების წარდგენა და უკვე გადაწყდა, რომ ივნისში ჩვენი ჯგუფის მატჩები თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდება
პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამ ჯგუფად გაყოფილი 12 ნაკრები იასპარეზებს, საიდანაც შემდეგ რაუნდში მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ. მომდევნო ეტაპი შემოდგომაზე ჩატარდება.

ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის წილისყრის შედეგები უკვე გაგაცანით. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეები ლატვია, იტალია და ფინეთია. ისიც გეხსომებათ, რომ წილისყრამ ჩვენს ქვეყანას ჯგუფის მასპინძლობის პრიორიტეტული უფლებაც მიანიჭა და ამ შანსის ხელიდან გაშვებას ჩვენი ფედერაცია არ აპირებს.
გუშინ ვენიდან დაბრუნდა საქართველოს ხელბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ზურაბ კაკაბაძე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ფედერაცია ტურნირის სამასპინძლოდ მზადაა. სპორტის დეპარტამენტმა ამ საქმეში თავიდანვე დახმარება აღგვითქვა. წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებულია შესარჩევი ტურნირის სამასპინძლო თანხები და რაკი წილისყრაში გაგვიმართლა, არა მგონია, ტურნირის ჩვენს ქვეყანაში ჩატარებას რამემ შეუშალოს ხელი. ეს საქართველოს ნაკრების შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსებს ერთიორად გაზრდის. სამასპინძლოდ ფინელებიც მზად არიან და მათთვის ამ კოზირის დათმობას არ ვაპირებთ. სამწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველო ნამდვილ საერთაშორისო ასპარეზს უბრუნდება და წინსვლის გასაგრძელებლად ყველაფერი უნდა ვიღონოთ. რამდენიმე დღეში უკვე ზუსტად შეგვეძლება იმის თქმა, რომ ჩვენი მეტოქეები საქართველოში ჩამოვლენ, - გვითხრა ხელბურთის ფედერაციის მდივანმა ზურაბ კაკაბაძემ.
პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამ ჯგუფად გაყოფილი 12 ნაკრები იასპარეზებს, საიდანაც შემდეგ რაუნდში მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ. მომდევნო ეტაპი შემოდგომაზე ჩატარდება, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს კი 2012 წლის 17-29 იანვარს სერბეთი უმასპინძლებს.
ჩვენი ჯგუფის კალენდარი კი უკვე საბოლოოდ დამტკიცდა.

მორჩა, დამთავრდა ევროპის 2010 წლის ჩემპიონატი ვაჟ ხელბურთელთა შორის. უნდა ავღნიშნოთ რომ აღებული საქმე ავსტრიამ საკმაოდ მაღალ დონეზე მიიყვანა ბოლომდე. როგორც მოგახსენეთ ფინალში ერთმანეთს საფრანგეთი და ხორვატია შეხვდნენ ეს იყო ტურნირის ორი საუკეთესო გუნდის დაპირისპირება. ხორვატია და საფრანგეთი აშკარად ჯობდნენ ჩემპიონატის სხვა მონაწილეებს.
ხორვატები ამჯერადაც დაეუფლნენ ინიციატივას და მთელი პირველი ტაიმი წინ იყვნენ, ისინი 2-3 ბურთითაც უგებდნენ ფრანგებს მაგრამ ტაიმის მიწურულს თავი იჩინა ნიკოლა კარაბატიჩმა მან 2 უპასუხო გოლი გაიტანა ამას მოჰყვა ერთი დანიელ ნარსისის გოლიც და პირველი ტაიმი ფრედ 12:12 დამთავრდა. შესვენების შემდეგ წინ ისევ ხორვატები გაიჭრნენ გოლის გატანა ახალგაზრდა დომაგოჯ დუვნიაკმა მოახერხა, მაგრამ ამის შემდეგ ხორვატები წინ აღარ გასულან რაც საფრანგეთის კარგმა დაცვის თამაშმა განაპირობა. რათქმაუნდა უნდა აღინიშნოს ფრანგების მეკარის ტიერი ომეიერის შესანიშნავი თამაში, მან გადამწყვეტ მომენტებში ბევრი ბურთის აღება მოახერხა. საბოლოოდ ფრანგებმა შეძლეს დაამარცხეს ხორვატია ანგარიშით 21:25 და ევროპის ჩემპიონის ტიტულს მეორედ დაეუფლენ (პირველად ისინი ევროპის ჩემპიონები 2006 წელს შვეიცარიაში გახდნენ). ხორვატებს კი ეს ტიტული ჯერაც არ მოუპოვებიათ.

დღეს 31 იანვარს 15:00 საათზე ავსტრიის ქალაქ ვენაში 2012 წლის ვაჟთა შორის ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართა, სადაც რაც ყველაზე მთავარი და სასიხარულოა ჩვენი საქართველოს ნაკრებიც იღებს მონაწილეობას. ჩემპიონატში 2 საკვალიფიკაციო ეტაპიაა რომლებიც 2010 წელს გაიმართება, ამ საკვალიფიკაციო რაუნდების შემდეგ კი მოდის ფინალური ეტაპი რომელიც 2012 წელს სერბეთი უმასპინძლებს და იგი 17 იანვრიდან 29 იანვრამდე გასტანს.
ჯგუფები ასე განაწილდა :
ჯგუფი A : ესტონეთი, კვიპროსი , ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი .
ჯგუფი B : ლატვია, იტალია, ფინეთი, საქართველო
ჯგუფი C : ისრაელი, ბელგია, თურქეთი, ლუქსემბურგი
ჯერჯერობით გაურკვეველია, მომავალი ტურნირის კალენდარი. თუკი გუნდები ერთ ქვეყანაში ასპარეზობას დათანხმდნენ და ეს, შესაძლოა საქართველოც იყოს, მატჩები 2010 წლის 11-13 ივნისს შედგება, თუ არადა, ნაკრებები მიმოსვლითი სისტემით 14 აპრილიდან 20 ივნისამდე ითამაშებენ. ტურნირის კალენდრის გადაწყვეტას ჩვენ აუცილებლად შეგატყობინებთ.
როგორც ხედავთ ჩვენი ნაკრები B ჯგუფში მოხვდა სადაც ჩვენი მეტოქეები ლატვია, იტალია და ფინეთი იქნებიან. რა თქმა უნდა დაძაბული ბრძოლები გაიმართება. ჩვენს ეროვნულ ნაკრებს შანსი აქვს, რომ მოხვდეს ევროპის გათამაშებაზე. ნაკრები უკვე იცნობს იტალიის ნაკრებს, ასევე ფინეთის ნაკრებს, რომელთანაც “ჩელენჯ ტროფის” ფინალი დავთმეთ (28-30).
ასევე ლატვიაც ნაცნობია, 2008 წლის ევროპის შესრჩევზე ვეთამაშეთ და სამწუხაროდ ის თამაში წაგებით დავასრულეთ. იმისთვის რათა ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდეთ პირველ ეტაპზე საჭიროა ჩვენს ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ, რადგან ჯგუფიდან შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპზე მხოლოდ ერთი გუნდი გადის.