
დღეს, 3 სექტემბერს “სსაუ თბილისი” ევროპის ხელბურთის ფედერაციის (EHF) თასის გათამაშების პირველ ეტაპზე სათამაშოდ ისრაელში მიემგზავრება. თბილისელები რიშონ ლე ციონის “ჰაპოელს” 5 და 6 სექტემბერს შეხვდებიან, ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული კი მეორე ეტაპზე გავა. სამწუხაროდ, უსახსრობის გამო, ქართული გუნდი ორივე თამაშს ისრაელში გამართავს, რაც ებრაელებს დიდ უპირატესობას აძლევს.
გასულ სეზონში “სსაუ თბილისი” EHF-ს თასის პირველ ეტაპზე კვიპროსის გუნდ “კურუში პროოდევტიკოსს” შეხვდა და პაფოსში ჩატრებული მატჩები ჯამში 65:55 მოიგო, შემდეგ კი ლისაბონის “ბენფიკასთან” თამაშებში 46:63 დამარცხდა.
მომავალი ტურნირისთვის თბილისელებს 5 მოთამაშე დაემატათ. ირაკლი ღაღანიძე გუნდში ადრეც თამაშობდა, ბოლოს კი საბერძნეთის ერთ-ერთი გუნდის ღირსებას იცავდა. “სსაუ თბილისს” შემოუერთდა აკაკი ტალახაძეც, რომელიც ბოლოს ირანში თამაშობდა. თბილისელებს ევროტურნირზე 4 ახალგაზრდა ხელბურთელიც შეეშველებათ – ჯუმბერ ხუნჯუა, ლექსო წითელაშვილი (საქართველოს 18-წლამდე ნაკრების კაპიტანი) და გიგა კიკნაძე.

საქართველოს ნაკრების წევრი რევაზ ჭანტურია ბოლო პერიოდში სკოპიეს “მეტალურგიდან”მაკედონიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგის აუტსაიდერ “ზლატენლადში” იყო გ ანათხოვრებული და ამ გუნდს დიდი დახმარებაც გაუწია. ” ზლატენლადი” პლეიოფის გადამწყვეტ მატჩში ქვედა ლიგის მეორე ადგილოსანს შეხვდა და 37:32 გაიმარჯვა. ჭანტურიამ თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, მან მეტოქის კარი 14-ჯერ დალაშქრა.
ეს მისი ბოლო მატჩი იყო “ზლატენლადის” შემადგენლობაში. რეზო ახალი გუნდის ძიებაშია. მისი დამატება სკოპიეს “ვარდარს” სურს, მაგრამ ჭანტურიას უკეთესი ვარიანტიც აქვს ფრანგული “ლიონი”, სადაც სანაკრებო მატჩების შემდეგ სინჯებზე გაემგზავრება და დიდია ალბათობა, იქვე და რჩეს კიდეც.
სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თბილისში გასამართ ოფიციალურ სანაკრებო მატჩებს ასეთ კარგ ფორმაში ხვდება. ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის უკვე ემზადება, რეზო გუნდს 9 ივნისს შეუერთდება.

მეათე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვება კილმა მოიპოვა, ის მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი პირველად მან გამარჯვება 2007 წელს მოიპოვა ასევე სამჯერ მოხვდა ფინალში მაგრამ სამივეჯერ დამარცხდა 2000, 2008, 2009 წლებში. დაძაბულ ბრძოლაში გერმანელთა კილმა შეძლო დაემარცხებინა ესპნელთა ბარსელონა (FC Barcelona) 36:34 (17:20)
თამაშში თავი გამოიჩინა Thierry Omeyer (15 სეივი) მან გადამწყვეტ მომენტში ბევრი ბურთი აიღო და დაეხმარა თავის გუნდს.
ასევე გამოირჩეოდა Filip Jicha ანუ კილის სნაიპერი ის ბომბარდირი გახდა 119 გოლით ასევე თამაშის ბოლო გოლის გატანაც მას ერგო წილად და მან ეს ამოცანა კარგად შეასრულა.
აღსანიშნავია რომ თამაში ძალიან დაძაბული იყო ბარსელონას ქონდა უპირატესობა მაგრამ ბოლოს კილმა ძალა მოიკრიბა და გადაწყვიტა თამაშის ბედი, რომელიც მხოლოდ ბოლო 9 წამში გახდა ცნობილი.
პირველი ტაიმი დაძაბული და თანაბარი აღმოჩნდა ხოლო მეორე ტაიმის პირველ ნაწილში კილი მოდუნდა ბარსელონამ კი ეს გამოიყენა და ანგარიში23:18 გახადა, კილმა აიღო წუთშესვენება მოიკრიბა ძალები და გამოვიდა სათამაშოდ ისე როგორც არასდროს თავიდან მაინც ვერ შეძლეს ანგარიშის სათავისოდ შემობრუნება (25:19) მაგრამ ისევ ომაიერის დახმარებით რომელიც ძლიერი კედელივით იყო კარებში ანგარიში 26:24 ამდე შემცირდა ამის დანახვაზე მაყურებელი სკამებზე ავიდა და გაიძახოდა ომაიერის სახელს…

TBV ლემგომ მომავალი სეზონისთვის ორი კაცის დაბევება შეძლო — (გერმანიის) ეროვნული ნაკრების მეკარე კარსტენ ლიხტლაინმა, ისევე როგორც შუა ხაზის მოთამაშე დათუკაშვილმა შესაბამისად ერთწლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი.
32 წლის ქართველს უკვე ნათამაშები აქვს ბუნდესლიგაში, კერძოდ კი ლიუბეკური TuS-ის რიგებში 2007/08 სეზონში. მომავალი სეზონიდან იგი ლემგოელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
„სერგო დათუკაშვილი ფიზიკურად ძალიან მძლავრი მოთამაშეა, რომელიც შუა ზონაში ჩვენ შეტევას გააძლიერებს. ის ჩვენი მწვრთნელის, ფოლკერ მუდროვის სასურველი კანდიდატურა გახლდათ. მას ეხერხება მარტივი ბურთების გატანა შეტევის შუა ზონიდან, რაც ჩვენი ტაქტიკის გამრავალფეროვნებას შეუწყობს ხელს,“ ასეთ კომენტარს უკეთებს მარცხნივ წაწეული შუამარბის ტრანსფერს ლემგოელთა მენეჯერი ფოლკერ ცერბე.

პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი ვაჟთა შორის მცირე (7X7)ხელბურთში 1938 წელს ჩატარდა გერმანიაში. მაშინ მცირე ხელბურთი პოპულარობით აშკარად ჩამორჩებოდა დიდ ხელბურთს და ამიტომაც ტურნირმა სულ ოთხ გუნდს მოუყარა თავი (იმავე წელს ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატში დიდ ხელბურთში კი 10 გუნდი თამაშობდა). ეს იყო მიზეზი იმისა რომ მეორე ჩემპიონატი მხოლოდ 16 წლის შემდეგ გაიმართა (ამავე პერიოდში ,,დიდმა’’ ხელბურთელებმა ოთხი ჩემპიონატის ჩატარება მოასწრეს).
მერე და მერე მცირე ხელბურთმა მეტი პოპულარობა მოიპოვა და საერთოდაც განდევნა დიდი ხელბურთი სპორტული არენებიდან. 1954 წლიდან ჩემპიონატი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართებოდა (რამდენიმე გამონაკლისის გარდა), ხოლო 1993 წლიდან უკვე ორწლიანი ციკლი იქნა შემოღებული. საერთოდ ხელბურთი (განსაკუთრებით ვაჟებში) ევროპული სპორტი აღმოჩნდა. სხვა კონტინენტების წარმომადგენლები ჯერჯერობით წინააღმდეგობას ვერ უწევენ ბებერი კონტინენტის გუნდებს. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი რომ,სხვა კონტინენტის წარმომადგენლები ჯერჯერობით ვერცერთხელ ვერ მოხვდნენ პრიზიორთა შორის.

ევროპაში ხელბურთის გეოგრაფიის (გაიზარდა ქვეყნების რიცხვი) და საერთშორისო ტურნირების გაზრდამ, დღის წესრიგში დააყენა ევროპული კონტინენტალური კონფედერაციის შექმნა, რომლიც თავად მიხედავდა ხელბურთის განვითრებას და საერთშორისო შეჯიბრებების ჩატარებას ევროპის კონტინენტზე. ამიტომაც 1991 წლის ნოემბერს ბერლინში ევროპული ქვეყნების ხელბურთის ფედერაციების წარგზავნილებმა დაარსეს ევროპის ხელბურთის ფედერაცია (EHF). იგი მაშინვე გაწევრიანდა ხელბურთის საერთშორისო ფედერაციაში და თავის თავზე აიღო ევროპული ხელბურთის მოვლა-პატრონობა. უკვე თავის პირველსავე კონგრესზე ფედერაციამ გადაწყვიტა ჩაეტარებინა ევროპის ჩემპიონატები ხელბურთელ ვაჟთა და ქალთა ნაკრებ გუნდებს შორის. 1994 წელს პორტუგალიაში (ვაჟები) და გერმანიაში (ქალები) გაიმართა ევროპის პირველი ჩემპიონატები. ჩემპიონატები ტარდება ორწლიანი ციკლით. თანამედროვე ხელბურთში შექმნილი ძალთა განლაგება სრულიად იძლევა იმის საფუძველს რომ ევროპის ჩემპიონატები ჩაითვალოს მცირე მსოფლიოს ჩემპიონატებად, თუმცა ზოგჯერ ზოგიერთი გუნდი ამ ტურნირს იყენებს უფრო მნიშვნელოვანი ტურნირებისათვის (ოლიმპიური თამაშები და მსოფლიოს ჩემპიონატები) მომზადების მიზნით.

Löwen-ის, Hamburg-ის და Barcelona-ას გასვლითი შეხვედრების გამარჯვებას მოყვა, ასევე გასვლითი ტრიუმფები Kiel-ის, Ciudad Real-ის და Veszprem-ის მიერ. ეს გუნდები იყვნენ ფავორიტები და დაამტკიცეს კიდეც. ყველა ეს ჩამოთვლილი კლუბი ფავორიტი იყო, მიუხედავად იმისა რომ ისინი სტუმრად თამაშობდნენ.
16 ფინალი, პირველი წრე:
FCK Handbold – THW Kiel 31:33 (13:16)
600 Kiel-ის ფანი აღნიშნავდა თავისი კლუბის გამარჯვებას დანიაში და განსაკუთრებით ქომაგობდნენ Filip Jicha-ას, რომელმაც 14 შესაძლო მომენტიდან 13 გამოიყენა. მეორე გუნდის გამორჩეული ხელბურთელი იყო მეკარე Thierry Omeyer-ი, რომელმაც 16 ბურთი აიღო. 5:4 შემდეგ კიელმა მოახდინა 1:6 იანი სერია მაგრამ Handbold-მა არაფერი არ დათმო და სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა 13:15, სანამ Narcisse გაიტანდა და ანგარიში გახდებოდა 13:16 სტუმართა სასარგებლოდ. მხოლოდო 14 წუთი დასჭირდა კიელს რომ გაერკვია თუ ვინ იყო თამაშის მოედნის მეპატრონე როდესაც ანგარიში 28:30 დაფიქსირდა. მაგრამ FCK-მ კვლავ გაიღვიძადა სხვაობის შემცირება 4 ბურთამდე მოახერხა 22:26, ხოლო 58 წუთზე დანიელები სასურველ შედეგთან ძალიან ახლოს იყვნენ 30:31. FCK ახლოს იყო თამაშის შემოტრიალებასთან, კიელმა დაკრგა კონცენტრაცია. მაგრამ Jicha-ამ თავისი ორი გოლით წერტილი დაუსვა მატჩის შედეგს. ” მე მოხარული ვარ რომ ჩვენ გავიმარჯვეთ თუმცა ჩვენ ძალიან მოვისუსტეთ ბოლო 15 წუთში აღნიშნა კიელის მწვრთნელმა ალფრედ გისლასონმა. და შემდეგ კიელის კაპიტანმა Marcus Ahlm-მა დაამატა : ჩვენ დღეს მოვიგეთ, მართალია მცირე სხვაობით, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე მოგება ეს უკვე დიდი წარმატებაა. ჩვენ სახლში თამაშს აუცილებლად მოვიგებთ.
Gorenje Velenje – Ciudad Real 23:31 (9:14)

Hamburg-მა, Löwen-მა და Barcelona-ამ დიდი ნაბიჯები გადადგეს წინ, საგარეო მატჩების მოგებით 16/ფინალში. ყველაზე გასაოცარი Barcelona-ს სუფთა გამარჯვება იყო ზაგრებში.Hamburg-ი და Löwen-ი აშკარა ფავორიტები იყვნენ ვალიადოლიდში და კიელსში. მხოლოდ ერთმა ჯგუფის ლიდერმა ვერ მოახერხა კვირას ქულების აღება. Montpellier-მა ვერ მოიგო კოლდინგში, მაგრამ მას კიდევ აქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი.
1/16, პირველი წრე:
KIF Kolding- Montpellier HB 26:26 (10:13)
ადემარის ლეონი წარმოადგენს ერთადერთ გუნდს , რომელმაც შეძლო მოეპოვებინა გამარჯვება აარუსში ამ სეზონში. მონტეპელიე იყო მესამე გუნდი ბარსას და კიელის შემდეგ, რომელმაც კოლდინგთან გასვლით შეხვედრაში ფრედ ითამაშა. მეკარე Ole Erevik-ი და Anders Oechsler-ი 10 გატანილი გოლით იყვნენ თამაშის ლიდერები, თუმცა თავის კარში მიიღეს 10 გოლი Vid Kavtivnik-ისგან, საბოლოოდ კი 26:26 დამთავრდა. კოლდინგს ჰქონდა საკმაოდ კარგი სტარტი, მაგრამ Montpellier-მა გააუმჯობესა თავისი თამაში პირველი ტაიმის ნახევრის შემდეგ. თუმცა ფრანგულმა გუნდა გამოასწორა თამაში და 9:10 მოიგო პირველი ტაიმი. შესვენების შემდეგ კი ისინი 3 ქულით გაიჭრნენ წინ, 42 წუთზე ისინი 15:18-ს იგებდნენ. მაგრამ ფრანგული ექსპრესი შეჩერდა, კოლდინგმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო (19:19) ლიდერის სტატუსი დაიბრუნა და ერთი ბურთით წინ გასვლაც მოახერხა (21:22). ერთ მომენტში მონტეპილე კიდევ გამოცოცხლდა და 2 ქულიანი სხვაობა 1 თამდე შეამცირა (23:24), საბოლოო ანგარიში კი ასეთია 26:26.
RK Zagreb – FC Barcelona 26:33 (12:17)

გერმანელი ინტერნაციონალი ოლივერ “The Rogg”-ი 2007 წლიდან თამაშობს Rhein Neckar Löwen-ში. ის არის მსოფლიოში საუკეთესო მცველი ხელბურთელი და ფანებმა კარგად იციან მისი შესაძლებლობების შესახებ.
მისი გუნდი 27 მარტს ჩემპიონთა ლიგაზე, ესპანურ გუნდ Pevafersa Valladolid-ს ხვდება. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ მასთან ინტერვიუ ამ თამაშის შესახებ .
როგორ აფასებ თქვენს შანსებს შემდეგ ეტაპზე გასვლისა, თქვენ ხომ ვალიადოლიდს ეთამაშებით?
Oliver Roggisch: მე ძალიან კარგად ვიცი ეს გუნდი ჩვენი ორი წლის წინანდელი მატჩების შემდეგ. ვალიადოლიდი ძლიერი გუნდია, განსაკუთრებით თავიანთ მიწაზე. ასე, რომ შანსები შემდეგ ეტაპზე გასვლისა ორივე გუნდს თანაბარი გვაქვს 50/50 ზე. ეს ყველაფერი მეორე ტურში გაირკვევა და ჩვენ გვაქვს საკმარისი თავდაჯერებულობა იმისთვის, რომ მოვახერხოთ ამ არც თუ ისე ადვილი ეტაპის დაძლევა. ვალიადოლიდში ჩვენ უნდა შევიქმნათ კარგი საფუძველი . რომელიც წინაპირობა იქნება ჩვენი საშინაო შეხვედრისა.
რა დეტალები გახსოვს ვალიადოლიდთან მატჩის შემდგომ 2008 წელს ? როდესაც თქვენ შეძელით და ნახევარფინალში დაამარცხეთ ისინი თასის ტურნირზე?

უმეტესი ხელბურთელებისთვის და არამარტო მათვის ნათელი არის რომ Gorenje-ს არ აქვს დიდი შანსი გადალახოს 16 ფინალური ეტაპი Ciudad Real-ის წინააღმდეგ,ჩემპიონთა ლიგაში. მიუხედავად ამისა არის ხალხი ვინც ფიქრობს, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ეს სლოვენიელ ჩემპიონებს ოპტიმისტურს ხდის მატჩის წინ. მათ საშინაო არენა ვალენიეში იქნება სავსე. მათ იციან, რომ არ უნდა წააგონ, მაგრამ მათ შეუძლიათ სურპრიზის მოხდენა.
”ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს Ciudad Real-ის. ეს მხოლოდ ხელბურთია, სადაც შეიძება ყველაფერი მოხდეს, გოლკიპერმა Matevž Skok-მა თქვა კვირის თამაშის წინ. მან ასევე იცის დიდი შეღავათის შესახებ: ”დაიკმაყოფილე გართობის სურვილი და ისიამოვნე თამაშით”.
3 გზის ევროპის ჩემპიონს ესპანეთიდან მხოლოდ 1 მატჩი აქვს წაგებული მთელი წლის განმავლობაში. ეს მოხდა გასულ კვირას Reale Ademar-თან თამაშის დროს კოპა დელ რეიში. ისინი კვლავ ფავორიტები არიან შემდეგბი ჩემპიონთა ლიგის ტიტულისა.
“ეს არის ხელბურთის ოცნების გუნდი”, თქვა მწვრთნემა ბრანკო ტამსემ და დაამატა: ”Ciudad Real-ს მოგების შესანიშნავი მეთოდები თამაშის აქვს შემუშავებული “.თქვა ისიც რომ ისინი გადააჭარბებენ მოულოდნელობას და სურპრიზს შემოგვთავაზებენ.
Page 1 of 8123456»შემდეგიბოლო »