მასპინძლების სუსტმა თამაშმა სტუმრებიც კი გააკვირვა

მასპინძლების სუსტმა თამაშმა სტუმრებიც კი გააკვირვა

იტალიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ ქართველი ხელბურთელები ლატვიელებს დაუპირისპირდნენ. როგორც უკვე გაცნობეთ, ამ დონის შეჯიბრებებზე ეს გუნდები აქამდე ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 1999 წელს ქართველებმა ორივე მატჩი მოიგეს, სამი წლის წინათ კი მსგავს წარმატებას ბალტიისპირელებმა მიაღწიეს. მასპინძლები რევანშის წყურვილით გავიდნენ სარბიელზე, მაგრამ პირველი წუთებიდანვე მედგარ წინააღმდეგობას წააწყდნენ. შესვენებაზე გუნდები თანაბარი ანგარიშით წავიდნენ (11:11). მეორე ტაიმის ოცი წუთის განმავლობაში სტუმრები დომინირებდნენ, თუმცა დიდი სხვაობით დაწინაურება ვერც მათ მოახერხეს. საფინალო სასტვენამდე ათი წამით ადრე ტაბლოზე ორი 21 ენთო. სწორედ ამ დროს შოთა თევზაძემ მოიგერია ბურთი, რომელსაც მისი თანაგუნდელები დაეუფლნენ და ელვისებურ იერიშზე გადავიდნენ, მაგრამ არბიტრებმა შეტევისას მოულოდნელად ვლადიმერ რუსია დააჯარიმეს. ლატვიელებმა დარჩენილ ხუთ წამში ბურთის გათამაშება და გადამწყვეტი გოლის გატანაც მოახერხეს.



ხელბურთელებმა მეორე მატჩი ლატვიასთან 21:22 დათმეს

ხელბურთელებმა მეორე მატჩი ლატვიასთან 21:22 დათმეს

12 ივნისს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2012 წლის შესარჩევ ეტაპზე მეორე მატჩი გამართა. ქართველმა ხელბურთელებმა ლატვიის ნაკრებთან 21:22 წააგეს და მომდევნო ეტაპზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგეს. მერაბ მეტრეველის გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩი დათმო. 11 ივნისს ნაკრები იტალიასთან, რომელიც ჯგუფის ფავაორიტად გამოიკვეთა 25:30 დამარცხდა.

დღესვე იტალიელებმა დაძაბულ პაექრობაში ერთი ბურთით აჯობეს ფინელებს და ფაქტობრივად გაინაღდეს მომდევნო ეტაპზე გასვლა. 13 ივნისს საქართველოს ნაკრები ფინელებს დაუპირისპირდება და რევანშის აღებას შეეცდება. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა იანვარში სკანდინავიელებთან “ჩელენჯ-ტროფის” ფინალი დათმო. იტალიელები კი ლატვიასთან მესამე გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან.



ქართველმა ხელბურთელებმა წაგებით დაიწყეს

ქართველმა ხელბურთელებმა წაგებით დაიწყეს

თბილისის სპორტის სასახლეში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პირველი საკლვალიფიკაციო მატჩები გაიმართა.
ტურნირი ფინეთისა და ლატვიის ნაკრებმა გუნდებმა გახსნეს. თამაში ნელ ტემპში დაიწყო, თითქმის 8 წუთი ისე გავიდა გოლი არ გასულა, თუმცა რამდენიმეჯერ ამის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. იმედი რომ გადაწურული იყო 7:30 წუთზე ლატვიელმა აივის იურდისმა მოახერხა ანგარიშის გახსნა 1:0, მას რამდენიმე წამში ანდრეას რიონბერგმა მიბაძა და ანგარიში გაათანაბრა 1:1.
უნდა აღინიშნოს, რომ ორივე გუნდი მთელი 30 წუთის განმავლობაში ერთ დონეზე, უღიმღამოდ თამაშობდა. ანგარიშში სხვაობა 1-2 ბურთით თუ შეიცვლებოდა, ან ფრე ფიქსირდებოდა.
მეორე ტაიმი ორივე გუნდმა შედარებით აქტიურად დაიწყო თუმცა თამაშის რიტმი არ დაურღვევიათ და 15 წუთის გასვლის შემდეგ კიდევ 9-9 ბურთი გაიტანეს, ამის შემდეგ ანგარიში ისევ ფრე 20-20 გახდა, მაგრამ ფინელებმა მაინც იმარჯვეს და მატჩი მათი გამარჯვებით 26:24 დასრულდა.



ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წაგებით დავიწყეთ

ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წაგებით დავიწყეთ

11 ივნისს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი სპორტის სასახლეში იტალიის ნაკრებთან გამართა და 25:30 წააგო. ევროპირველობის პირველ შესარჩევ ეტაპს სპორტის სასახლე მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებს მეტოქეებად იტალიის, ლატვიის და ფინეთის ნაკრებები ჰყავს.

მერაბ მეტრეველის გუნდმა თამაში კარგად დაიწყო და იგებდა კიდეც, მაგრამ მეორე ტაიმში იტალიელებმა 6 ბურთით გაქცევა შეძლეს, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. ბოლო წუთებზე ქართველი ხელბურთელების მცდელობის მიუხედავად მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ მოხერხდა. ჩვენი ნაკრებიდან ყველაზე გამორჩეული ვლადიმერ რუსია იყო, რომელმაც 8 ბურთი გაიტანა. ამავე ჯგუფის მეორე მატჩში ფინეთის ნაკრებმა ლატვიას 26:24 მოუგო. 12 ივნისს საქართველოს ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება, იტალიელები კი ფინელებთან ითამაშებენ.



ტესტმატჩები ხუთიანზე

ხუთშაბათი, ივნისი 10th, 2010 უკომენტარო საქართველოს ნაკრები, ქართული ხელბურთი
ტესტმატჩები ხუთიანზე

საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრები 11 ივნისიდან ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაებმება: სამი დღის განმავლობაში მერაბ მეტრეველის შეგირდები სპორტის სასახლეში იტალიის, ლატვიისა და ფინეთის ნაკრებ გუნდებს უმასპინძლებენ.
ჩვენი ბიჭები ოფიციალური მატჩებისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზში გადიან წვრთნას, ჯერჯერობით ” არასრული შემადგენლობით. დღეს თანაგუნდელებს სლოვენიასა და მაკედონიაში მოთამაშე სერგო დათუკაშვილი და რევაზ ჭანტურია შეუერთდებიან.
მზადების პროცესში ქართველმა ხელბურთელებმა სპარინგპარტნიორებად აზერბაიჯანელ კოლეგებს უხმეს. პირველი მატჩი მასპინძლებმა 40:26 მოიგეს, გუშინ კი მეტოქე 36:25 დაამარცხეს. ორივე პაექრობა ჩვენმა გუნდმა, ფაქტობრივად, ერთი და იმავე შემადგენლობით გამართა. გუშინდელ შეხვედრაში ჩვენებურთაგან მოედანზე იყვნენ გიორგი სამყურაშვილი, გიგა ტორონჯაძე, შოთა თევზაძე, ზურაბ მელქოშვილი (4 გოლი გაიტანა), ამირან ყიფიანი (3), შოთა გრიშიკაშვილი (3), ირაკლი ღაღანიძე (1), ირაკლი ჩიქოვანი (1), ვლადიმერ რუსია (2), სერგეი კირილოვი (1), აკაკი ტალახაძე (3), რატი მსხვილიძე (2), მამია კობახიძე (8), უჩა მაისურაძე (3), ილია გოგალაძე (3) და ივანე ქარდავა (2).



მოდი სპორტის სასახლეში – გახდი მერვე მოთამაშე

ოთხშაბათი, ივნისი 9th, 2010 3 კომენტარი საქართველოს ნაკრები, ქართული ხელბურთი
მოდი სპორტის სასახლეში – გახდი მერვე მოთამაშე

სულ რამდენიმე დღე დარჩა ჩვენი ბიჭების დიდი და გადამწყვეტი ბრძოლების დაწყებამდე. 11 ივნისს ევროპის შესარჩევის მატჩები იწყება თბილისში, სპორტის სასახლეში. ჩვენ საკმაოდ ძლიერი ჯგუფი გვხვდა წილად. მაგრამ ჩვენი ბიჭების შემართებით და გულშემატკივრის მხარდაჯერით მოვახერხებთ მოწინააღმდეგის დაძლევას, ყველა უნდა მივიდეთ სპორტის სასახლეში და ერთად შევძახოთ ხმამაღლა საქართველო, რომ ქართველებს მხარში ამოვუდგეთ და ვინც მოედანზე იქნება იგრძნოს თავისი ერის მხარდაჭერა.  ეროვნული შეკრებას გადის ახლა და ძალიან მონდომებულები არიან, მართალია დიდი ხანი არ გვქონია მომზადებისთვის დრო, მაგრამ ყველა იმედითაა. 7-8 ივნისს საკონტროლო მატჩები გაიმართება აზერბაიჯანთან. ქართველებო ნამდვილად დროა ყველა ერთად დავდგეთ და ღირსეულად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისე, როგორც ქართველებს გვეკადრება.



მერაბ მეტრეველი: “უწინარესი საზრუნავი,შემდგომ ეტაპზე გასვლაა”

ოთხშაბათი, ივნისი 9th, 2010 უკომენტარო საქართველოს ნაკრები, ქართული ხელბურთი
მერაბ მეტრეველი: “უწინარესი საზრუნავი,შემდგომ ეტაპზე გასვლაა”

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა, ევროპის 2012 წლის შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე, 7-8 ივნისს, აზერბაიჯანის ნაკრებთან სპარინგ-მატჩები გამართა. ორივე შეხვედრა ქართველმა ხელბურთელებმა დიდი ანგარიშით მოიგეს. მერაბ მეტრეველის შეგირდებმა, პირველ დღეს 40:25 გაანადგურეს მეტოქე, ხოლო გუშინ 36:25 გაიმარჯვეს.
“მსოფლიო სპორტმა”, ევროპირველობის წინ, ინტერვიუ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, მერაბ მეტრეველს სთხოვა.
- ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირამდე ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეთ. რა დატვირთვა ჰქონდა ამ მატჩებს?
- იმის გამო, რომ ძალზე სუსტი მოწინააღმდეგე გვყავდა, გუნდი ორ ნაწილად გავყავით. პირველ შეხვედრაში პირველმა შემადგენლობამ ითამაშა, ხოლო მომდევნოში – სათადარიგოებმა. ორივე გუნდს სხვადასხვა დავალება ჰქონდა – უწინარესად, რაც შეიძლება ნაკლები ბურთი უნდა გაგვეშვა და სწრაფ კონტრშეტევებზე გვეთამაშა. დავალებას ყველამ კარგად გაართვა თავი.



საქართველომ აზერბაიჯანს ტესტ–მატჩში 40:26 აჯობა

სამშაბათი, ივნისი 8th, 2010 ერთი კომენტარი საქართველოს ნაკრები, ქართული ხელბურთი
საქართველომ აზერბაიჯანს ტესტ–მატჩში 40:26 აჯობა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის 2012 წლის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება. ოფიციალური მატჩების წინ მერაბ მეტრეველის გუნდი ამხანაგურ მატჩებს მართავს.

7 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზში ქართველმა ხელბურთელებმა აზერბაიჯანის ნაკრებს უმასპინძლეს და 40:26 მოუგეს.

8 ივნისს საქართველო-აზერბაიჯანის შეხვედრა 18:00 საათზე იმავე მოედანზე გაიმართება. ნაკრების შემადგენლობა ჯერ ოპტიმალური არ არის. 9 ივნისს გუნდს სერგო დათუკაშვილი და რევაზ ჭანტურია გააძლიერებენ.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მატჩები 11-13 ივნისს სპორტის სასახლეში გაიმართება. საქართველო 11-ში იტალიას, 12-ში ლატვიას, ხოლო 13-ში ფინეთს უმასპინძლებს.



ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება

პარასკევი, ივნისი 4th, 2010 4 კომენტარი საქართველოს ნაკრები, ქართული ხელბურთი
ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები  ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის 2012 წლის შესარჩევი ეტაპის დაწებამდე ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზში ემზადება. სერბეთში ჩასატარებელი ევროპირველობის პირველ შესარჩევ ეტაპს 11-13 ივნისს თბილისი მასპინძლობს. მერაბ მეტრეველის გუნდს მეტოქეობას იტალიის, ლატვიის და ფინეთის ნაკრებები გაუწევენ.

მომდევნო ეტაპზე მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის. თუ საქართველოს ნაკრები სამივე მეტოქეს აჯობებს მაშინ მომდევნო ეტაპზე ჯგუფში გერმანიასთან, ავსტრიასთან და ისლანდიასთან მოხვდება. ამ ჯგუფიდან ფინალური ეტაპის საგზურს უკვე ორი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს. ნაკრებს მზადება დაწყებული აქვს, თუმცა ლეგიონერთა ნაწილი ჯერ არ ჩამოსულა.

3 ივნისს ელოდებიან სერგო დათუკაშვილს, 5 ივნისს გუნდს კი სერბული „მეტალოპლასტიკას” ხელბურთელები რატი მსხვილიძე და ირაკლი ჩიქოვანი შეუერთდებიან. მანამდე ნაკრებს ირანიდან აკაკი ტალახაძე და ილია გოგალაძე გააძლიერებენ. შედარებით გვიან 9 ივნისს ჩამოდის კიდევ ერთი ლიდერი რევაზ ჭანტურია, რომელიც საკლუბო საქმეებს აგვარებს. ჭანტურიამ შესაძლოა მაკედონიური „მეტალურგი” დატოვოს და კარიერა საფრანგეთში გააგრძელოს.



შესარჩევს თბილისი უმასპინძლებს!

შესარჩევს თბილისი უმასპინძლებს!

როგორც გახსოვთ, ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის წილისყრამ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეებთან ერთად ისიც გაარკვია, რომ ჩვენს ქვეყანას B ჯგუფის მასპინძლობის უპირატესობა მიენიჭა. მთავარი ის იყო, რომ ქართულ მხარეს მატჩების აქ ჩატარების მზადყოფნა გამოეთქვა, თორემ ჩვენი მეტოქეები მასპინძლობის უფლებაში ვერ შეგვეცილებოდნენ. საქართველოს უარის შემთხვევაში შეხვედრები ორ წრედ, მიმოსვლით ჩატარდებოდა, რაც ოთხივე მხარისთვის ფინანსურად წამგებიანი იქნებოდა.

საბედნიეროდ, საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ სპორტის დეპარტამენტის თანადგომით შეძლო ევროპის ხელბურთის ფედერაციაში გარანტიების წარდგენა და უკვე გადაწყდა, რომ ივნისში ჩვენი ჯგუფის მატჩები თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდება

პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამ ჯგუფად გაყოფილი 12 ნაკრები იასპარეზებს, საიდანაც შემდეგ რაუნდში მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ. მომდევნო ეტაპი შემოდგომაზე ჩატარდება.



Page 1 of 6123456
Design By GIBG