მოდი სპორტის სასახლეში – გახდი მერვე მოთამაშე
სულ რამდენიმე დღე დარჩა ჩვენი ბიჭების დიდი და გადამწყვეტი ბრძოლების დაწყებამდე. 11 ივნისს ევროპის შესარჩევის მატჩები იწყება თბილისში, სპორტის სასახლეში. ჩვენ საკმაოდ ძლიერი ჯგუფი გვხვდა წილად. მაგრამ ჩვენი ბიჭების შემართებით და გულშემატკივრის მხარდაჯერით მოვახერხებთ მოწინააღმდეგის დაძლევას, ყველა უნდა მივიდეთ სპორტის სასახლეში და ერთად შევძახოთ ხმამაღლა საქართველო, რომ ქართველებს მხარში ამოვუდგეთ და ვინც მოედანზე იქნება იგრძნოს თავისი ერის მხარდაჭერა. ეროვნული შეკრებას გადის ახლა და ძალიან მონდომებულები არიან, მართალია დიდი ხანი არ გვქონია მომზადებისთვის დრო, მაგრამ ყველა იმედითაა. 7-8 ივნისს საკონტროლო მატჩები გაიმართება აზერბაიჯანთან. ქართველებო ნამდვილად დროა ყველა ერთად დავდგეთ და ღირსეულად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისე, როგორც ქართველებს გვეკადრება.
11 ივნისი
საქართველო – იტალია 18:00
12 ივნისი
საქართველო – ლატვია 18:00
13 ივნისი
საქართველო – ფინეთი 18:00
კიდევ ერთხელ ყველას გთხოვთ მობრძანდეთ სპორტის სასახლეში და ვუგულშემატკივროთ ყველამ ერთად, გავხდეთ მერვე მოთამაშე რათა მიაღწიოს საქართველომ წარმატებას.







ირაკლი ჩაფიძე
მართლაც ყველა უნდა წავიდეთ და ვუგულშევმატკივროთ მე აუცილებლად წავალ
6 ივნისი, 2010 at 02:46
ზ. ბარათაშვილი
ყველას გთხოვთ მოხვიდეთ .
მე აუცილებლად იქ ვიქნები და ვუბალეშიკებ საქართველოსსს !!!!
6 ივნისი, 2010 at 04:16
ლაშა კიზირია
უეჭველი მანდ ვააააააააააარ!!! ყველა მოდიიიიიიიიიიიიიიიიიიით!!!!!!!!
6 ივნისი, 2010 at 15:06