უმაღლესში ჭანტურიამ დატოვა: ქართველით ლიონი დაინტერესდა

სამშაბათი, ივნისი 8th, 2010 უკომენტარო

საქართველოს ნაკრების წევრი რევაზ ჭანტურია ბოლო პერიოდში სკოპიეს “მეტალურგიდან”მაკედონიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგის აუტსაიდერ “ზლატენლადში” იყო გ ანათხოვრებული და ამ გუნდს დიდი დახმარებაც გაუწია. ” ზლატენლადი” პლეიოფის გადამწყვეტ მატჩში ქვედა ლიგის მეორე ადგილოსანს შეხვდა და 37:32 გაიმარჯვა. ჭანტურიამ თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, მან მეტოქის კარი 14-ჯერ დალაშქრა.
ეს მისი ბოლო მატჩი იყო “ზლატენლადის” შემადგენლობაში. რეზო ახალი გუნდის ძიებაშია. მისი დამატება სკოპიეს “ვარდარს” სურს, მაგრამ ჭანტურიას უკეთესი ვარიანტიც აქვს ფრანგული “ლიონი”, სადაც სანაკრებო მატჩების შემდეგ სინჯებზე გაემგზავრება და დიდია ალბათობა, იქვე და რჩეს კიდეც.
სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თბილისში გასამართ ოფიციალურ სანაკრებო მატჩებს ასეთ კარგ ფორმაში ხვდება. ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის უკვე ემზადება, რეზო გუნდს 9 ივნისს შეუერთდება.

რევაზ ჭანტურია

რევაზ ჭანტურია





Design By GIBG