ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წაგებით დავიწყეთ
11 ივნისს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი სპორტის სასახლეში იტალიის ნაკრებთან გამართა და 25:30 წააგო. ევროპირველობის პირველ შესარჩევ ეტაპს სპორტის სასახლე მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებს მეტოქეებად იტალიის, ლატვიის და ფინეთის ნაკრებები ჰყავს.
მერაბ მეტრეველის გუნდმა თამაში კარგად დაიწყო და იგებდა კიდეც, მაგრამ მეორე ტაიმში იტალიელებმა 6 ბურთით გაქცევა შეძლეს, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. ბოლო წუთებზე ქართველი ხელბურთელების მცდელობის მიუხედავად მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ მოხერხდა. ჩვენი ნაკრებიდან ყველაზე გამორჩეული ვლადიმერ რუსია იყო, რომელმაც 8 ბურთი გაიტანა. ამავე ჯგუფის მეორე მატჩში ფინეთის ნაკრებმა ლატვიას 26:24 მოუგო. 12 ივნისს საქართველოს ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება, იტალიელები კი ფინელებთან ითამაშებენ.
საქართველო 25:30 იტალია
საქართველოს ნაკრები: თევზაძე, რუსია (8 გოლი), ტალახაძე (5), ჭანტურია (4), დათუკაშვილი (3), ჩიქოვანი (2), მსხვილიძე (2), გოგალაძე (1), კირილოვი, გრიშიკაშვილი, მაისურაძე, ტორონჯაძე
მთავარი მწვრთნელი: მერაბ მეტრეველი
მწვრთნელები: ირაკლი კეკელიძე, ბექა ორჯონიკიძე








