მასპინძლების სუსტმა თამაშმა სტუმრებიც კი გააკვირვა
იტალიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ ქართველი ხელბურთელები ლატვიელებს დაუპირისპირდნენ. როგორც უკვე გაცნობეთ, ამ დონის შეჯიბრებებზე ეს გუნდები აქამდე ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 1999 წელს ქართველებმა ორივე მატჩი მოიგეს, სამი წლის წინათ კი მსგავს წარმატებას ბალტიისპირელებმა მიაღწიეს. მასპინძლები რევანშის წყურვილით გავიდნენ სარბიელზე, მაგრამ პირველი წუთებიდანვე მედგარ წინააღმდეგობას წააწყდნენ. შესვენებაზე გუნდები თანაბარი ანგარიშით წავიდნენ (11:11). მეორე ტაიმის ოცი წუთის განმავლობაში სტუმრები დომინირებდნენ, თუმცა დიდი სხვაობით დაწინაურება ვერც მათ მოახერხეს. საფინალო სასტვენამდე ათი წამით ადრე ტაბლოზე ორი 21 ენთო. სწორედ ამ დროს შოთა თევზაძემ მოიგერია ბურთი, რომელსაც მისი თანაგუნდელები დაეუფლნენ და ელვისებურ იერიშზე გადავიდნენ, მაგრამ არბიტრებმა შეტევისას მოულოდნელად ვლადიმერ რუსია დააჯარიმეს. ლატვიელებმა დარჩენილ ხუთ წამში ბურთის გათამაშება და გადამწყვეტი გოლის გატანაც მოახერხეს.
12 ივნისი
საქართველო 21:22 ლატვია (11:11)
საქართველო: შოთა თევზაძე, გაგა სამყურაშვილი, შოთა გრიშიკაშვილი, ილია გოგალაძე, აკაკი ტალახაძე (1), ირაკლი ჩიქოვანი (1), სერგო დათუკაშვილი (8), ვლადიმერ რუსია (7), სერგეი კირილოვი, ამირან ყიფიანი (1), რატი მსხვილიძე, უჩა მაისურაძე (2), მამია კობახიძე, რევაზ ჭანტურია (1), მთავარი მწვრთნელი მერაბ მეტრეველი.
ლატვია: ჰელმუტს ტიჰანოვსი, დმიტრის ბრაჟნიკოვსი, ანდრეის კუზმინსი (6), ედვინს ლატკოვსკისი, მარგოტს ვალკოვსკისი, მარის ვერშაკოვსი (9), ინგარს დუდე (1), ოსკარს არაისი, არტის კურმენსი, აივის იურდსი (4), ერიკს ბლემსი (1), ელვის ბოროდოვსკისი, ულდის ლიბერგსი, იანის გრემზე (1), მთავარი მწვრთნელი ვალდის ლობანოვსკისი.
სიხარულს ვერ მალავდა სტუმართა მთავარი მწვრთნელი ვალდის ლობანოვსკისი. მას შემდეგ, რაც ტურნირის პირველ დღეს საქართველო-იტალიის მატჩი ვნახე, ერთი გავიფიქრე კიდეც, თბილისში ჩამოსასვლელად ტყუილად ხომ არ გავისარჯეთ, ჯგუფის აშკარა აუტსაიდერებად ვჩანვართ-მეთქი, მითხრა ლობანოვსკისმა. თანაც პირველი ორთაბრძოლა ფინელებთან დავთმეთ. ყოველივეს მიუხედავად, დღეს მოედანზე მაინც იმედიანად გამოვედით. ქართველები მძიმედ თამაშობდნენ. გამაკვირვა თქვენი ლიდერების სუსტმა თამაშმა. მეორე ტაიმში მეც და ჩემს შეგირდებსაც იმედი მოგვეცა და აკი გავიმარჯვეთ კიდეც …
საქართველოს ნაკრების მწვრთნელებისგან შევიტყვე, რომ ლეგიონერთა ერთი ნაწილი ტრავმამოუშეშებელი გამოვიდა სათამაშოდ: ჩიქოვანს ხელის კუნთი აქვს გაწყვეტილი, რატი მსხვილიძეს მხრის ტრავმა აწუხებს, დათუკაშვილმა რამდენიმე თვის წინათ წვივის კუნთი გაიწყვიტა. სამწუხაროდ, კლუბში სრული რეაბილიტაციის საშუალება არ მისცეს. ბოლო თვენახევრის განმავლობაში შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე სამი დღით ადრე ივარჯიშა თბილისში. მან და ტალახაძემ ლატვიელებთან მუხლის ტრავმაც დაიმატეს და ფინელებთან არ უთამაშიათ. რაც შეეხება თევზაძეს, იგი სამივე მატჩზე ტკივილგამაყუჩებლებით გაბრუებული გამოვიდა საასპარეზოდ. ამგვარ მდგომარეობაში წატმატების მიღწევა, მარტლაც წარმოუდგენელია.
შეჯიბრების მეორე დღეს დრამატული გამოდგა ფინელებისა და იტალიელების პაექრობა. პირველი ტაიმი სუომელებმა ერთი ბურთით დათმეს. შესვენების შემდეგ ხან ერთი გუნდი იყო წინ, ხან მეორე. შეხვედრის ბოლო წამზე, თანაბარი ანგარიშისას (34:34), ფინელებმა უხეში შეცდომა დაუშვეს. ცხრამეტრიანი საჯარიმო უნაკლოდ და ელვისებურად შეასრულა იტალიელმ ვოლპიმ და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
ფინეთი-იტალია
34:35 (18:19)
ფინეთი: ტომი კურპაა, პეტერ ფორსტრიომი, ვილე კანგასი (1), იაკ კარისონი (5), რობინ კარისონი (1), სემ კიჰსტედი, ვილე ვილანენი (3), ოსკარ კიჰსტედი (2), ტეემი ტამინენი (13), ტომი სილნპაა, ანდრეას რიონბერგი (4), ანტი ვალო, ბენი ბრომანი, ჯოონა ჰერტოლა (5). მთავარი მწვრთნელი მიკაელ კალმანი.
იტალია: ლუჩანო ბრანკოფორტე, იან რადოიკოვიჩი, პასკუალე მაიონე (3), ედუარდო არკორი, ჯანკარლო კოსტანცო (5), ადრიანი დი მაჯიო (1), დემის რადოვჩიჩი (5), ჯანბატისტა კარმინანი, პიერლუიჯი დი მარცელო, ვალერიო სამპაოლო, მიკელე სკატარი (11), ალესიო ბისორი (3), ტინი ტოკიჩი (5), ფრანჩესკო ვოლპი (2), მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო ეკვისუაინ აზანზა.
გუშინდელი პაექრობებიდან უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ლატვიელთა და იტალიელთა დაპირისპირებას, რადგან ამ მატჩში გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე გასვლის უფლებას მოიპოვებდა. ამოცანა პირნათლად შეასრულეს ბალტიისპირელებმა, რომლებმაც 36:32 აჯობეს აპენინელებს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.
ლატვია 36:32 იტალია (19:16)
ლატვია: ჰელმუტს ტიჰანოვსი, დმიტრის ბრაჟნიკოვსი, ანდრეას კუზმინსი (5), ედვინს ლატკოვსკისი (4), მარის ვერშაკოვსი (2), ინგარს დუდე (4), ოსკარს არაისი, არტის კურმენსი (5), აივის იურდსი (6), ერიკს ბლემსი (5), ელვის ბოროდოვსკისი (2), ულდის ლიბერგასი, იანის გრემზე (3). მთავარი მწვრთნელი ვალდის ლობანოვსკისი.
იტალია: ლუჩანო ბრანკოფორტე, გრაციანო ტუმბარელო (7), პასკუალე მაიონე (4), ედუარდო არკორი, ჯანკარლო კოსტანცო (1), ადრიანო დი მაჯიო, დემის რადოვჩიჩი (5), ჯანბატისტა კარმინანი, პიერლუიჯი დი მარცელო, ვალერიო სანპაოლო, მიკელე სკატარი (7), ალესიო ბისოპი (3), ტინ ტოკიჩი (4), ფრანჩესკო ვოლპი (1). მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო ეკვისუაინ აზანზა.
ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდნენ ფინელები, რომლებიც ბოლო მატჩში მასპინძლებს დაუპირისპირდნენ. წლეულს იანვარში ეს გუნდები ” ჩელენჯ ტროფის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ სუომელებმა აჯობეს ჯვაროსნებს. რევანშის შანსი სტუმრებს არც გუშინ მიუციათ ქართველებისთვის: პირველი ტაიმი მათ ორი ბურთის სხვაობით (12:10) მოიგეს, შესვენების შემდეგ კი ანგარიში კიდევ უფრო გაზარდეს და საბოლოოდ 26:21 გაიმარჯვეს. მესამე ადგილი იტალიელებს ხვდათ…
საქართველო-ფინეთი
21:26 (10:12)
საქართველო: შოთა თევზაძე, გიგა ტორონჯაძე, გაგა სამყურაშვილი, ვლადიმერ რუსია (5), რატი მსხვილიძე (8), რევაზ ჭანტურია, ირაკლი ჩიქოვანი (1), უჩა მაისურაძე (2), ამირან ყიფიანი, მამია კობახიძე (4), შოთა გრიშიკაშვილი, სერგეი კირილოვი, ირაკლი ღაღანიძე. მთავარი მწვრთნელი მერაბ მეტრეველი.
ფინეთი: ტომი კურპაა, პეტერ ფორსტრიომი, ვილე კანგასი (5), იაკ კარლსონი (3), რობინ კარლსონი (1), ოლი-პეკი კორპიმიაკი, ვილე ვილანენი (4), ოსკარ კიჰსტედი (1), ტეემი ტამინენი (3), ტომი სილნპაა, ადრეას რიონბერგი (8), ანტი ვალო, ბენი ბრომანი, ჯოონა ჰერტოლა (1). მთავარი მწვრთნელი მიკაელ კალმანი.
ფოტოსურათების ავტორი : ზურაბ ბარათაშვილი
ინფორმაციის წყარო გაზეთი ”ლელო”
ავტორი: ვაჟა დანელია



















ზ. ბარათაშვილი
სამწუხაროა რომ ვერცერთი თამაში ვერ მოვიგეთ.
მითუმეტეს ლატვიასთან დიდი შანსი გვქონდა…..
15 ივნისი, 2010 at 02:27
:^)
ახალგაზრდების იმედზე ვრჩებით
15 ივნისი, 2010 at 02:30
გ.გოცირიძე
იქნებ როგორმე ყველა სურათი დადოთ საქართველო – ფინეთის თამაშის
15 ივნისი, 2010 at 14:13
გ.გოცირიძე
მთელი უბედურება ისაა რომ საქართველოს გუნდში ბევრი პრობლემა იყო მათ შორის ტრამვები რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე და გუნდზე
15 ივნისი, 2010 at 14:15
ო.ალანია
ერთი მაგენს რა. საქართველო მაინც მაგარია და სულ მაგარი იქნებაა
15 ივნისი, 2010 at 16:53
ლადო ბაძაღუა
ამ თამაშებზე რამდენი ვიყვირე და მაინც წააგეს
3 ივლისი, 2010 at 12:36
agodofsun-898
agodofsun-898…
программирование на PHP http://worldwarez.net/ на профессиональном уровне…
20 ივლისი, 2010 at 02:33
Afonikus-592
Afonikus-592…
программирование на PHP http://worldwarez.net/ на профессиональном уровне…
20 ივლისი, 2010 at 02:36
akva68-195
akva68-195…
очень интересный материал вот тута http://worldwarez.net/, смотрите, не пожалеете…
20 ივლისი, 2010 at 02:37
akshonin-531
akshonin-531…
очень интересный материал вот тута http://worldwarez.net/, смотрите, не пожалеете…
20 ივლისი, 2010 at 18:33
HARRY
Buy:Prozac.Female Pink Viagra.Amoxicillin.Acomplia.Seroquel.Lipitor.SleepWell.Female Cialis.Nymphomax.Advair.Lipothin.Ventolin.Aricept.Lasix.Buspar.Cozaar.Benicar.Zocor.Wellbutrin SR.Zetia….
23 ივლისი, 2010 at 08:24
aqueous
chapter http://lgrabgvtc.03GMCPARTS.US/tag/7+chapter+aqueous/ : 7…
7…
31 აგვისტო, 2010 at 18:25