ინფორმაცია გუნდ H/C Tbilisi-ს შესახებ
ხელბურთის კლუბი H/C Tbilisi დაარსდა 2000 წელს.კლუბი მამუკა მჟავანაძემ და ელიზბარ არსენიშვილმა ჩამოაყალიბეს. დღესდღეობით ალბათ ყველამ იცით რომ H/C Tbilisi საქართველოში ყველაზე ძლიერი, განვითარებული და ეკონომიურად ძლიერი გუნდია გუნდია.
2000 წლიდან გუნდი მონაწილეობს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში და ევრო თასებზე. თბილისმა მხოლოდ 2008 წელს გამოტოვა საერთაშორისო ასპარეზი, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო. ბოლო ევრო თასზე 2009 წელს კი თბილისელები პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულ გუნდ “Kouroushi Proodevtikos” Paphos – ს შეხვდნენ. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ თბილისელებმა ორივე თამაში კვიპროსში გამართეს და მათი დამარცხება ორივეჯერ მოახერხეს, ჯერ 33:30 ხოლო მეორე თამაშში 25:32.ამ მოგების შემდეგ თბილისელები ევრო თასის საკვალიფიკაციო მეორე ეტაპზე გავიდნენ სადაც ისინი ძალიან გამოცდილ ისტორიულ და ტიტულოვან პორტუგალიურ გუნდ Sport Lisboa e Benfica-ს შეხვდნენ. პორტუგალიელების გამოცდილებას და კლასს ისიც დაემატა რომ ორივე თამაში მათ მოედანზე გაიმართა და მათ ორივე თამაშის მოგება შეძლეს. თუმცა რათქმაუნდა აღსანიშნავია თბილისის ძალიან კარგი თამაში, მათ ორივე გამართულ თამაშში ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ.
აღსანიშნავია ისიც რომ აქამდე თბილისს ევრო თასებზე მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდა აქტივში 2004-05 წლების ჩელენჯ თასის გათამაშებაზე მათ შოტლანდიური გუნდის HC Tryst 77-ის დამარცხება შეძლეს ანგარიშით 34:21 . რაც შეეხება საქართველოში მიღწეულ შედეგებს გუნდი 2008 წელს გამოვიდა თბილისის მერიის თასზე. ფინალში დაამარცხა “სტუ-შევარდენი” 29:20 და გახდა თბილისის მერიის თასის მფლობელი. 2009 წელს კი ისინი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ჩემპიონები გახდნენ. ფინალში მათ გუნდი ”ქარიშხალა” დიდი უპირატესობით დაამარცხეს .
HC Tbilisi 25-29 Benfica Lisabon
H/C Tbilisi-ს შემადგენლობა 2009-10:
ამირანაშვილი ოთარი, ანდრიაძე კორნელი, გაგნიძე ირაკლი, გელაშვილი ლევანი, გოჩანოვი ალექსანდრე, იობაშვილი გიორგი, კალანდაძე ტიტე, ქარდავა ნანო, ყაველაშვილი აკაკი, ქუთათელაძე ომარი, მაისურაძე უჩა, სამარგანიშვილი გიორგი, თევზაძე ირაკლი, თოდაძე შალვა, წივწივაძე გიორგი.
მთავარი მწრვთნელი : მამუკა მჟავანაძე
მწრვთნელი : ტიტე კალანდაძე

H.C Tbilisi Logo- გუნდის ლოგო
წელს კლუბი გაერთიანდა საქართველოს აგარულ უნივერსიტეტთან.
ამჟამად თბილისის სპონსორები არიან :
HUMMEL
LAGUNASPORTOTEL
PSP
IVERIULI (SPORTULI SASMELI) ,,SAIRME,,
საქართველოს სახელმწიფო აგარული უნივერსიტეტი
გადაწყვეტილია რომ გუნდის დასახელება უნდა შეიცვალოს და მისი დასახელება იქნება ,,S.S.A.U. – TBILISI,, TBILISI
H/C Tbilisi ევროპის ფედერაციის ვებ გვერდზე : http://www.eurohandball.com/ec/ehfc/men/2009-10/clubs/005916/H%2fC+%22Tbilisi%22








ზ. ბარათაშვილი
კარგი გუნდია თბილისი, მაგრამ აქ ჯერჯერობით კონკურენტი არ ყავთ და ესე ვერ განვითარდებიან
7 მარტი, 2010 at 14:27
გ. წივწივაძე
კაია თუ ესეთი გუნდები მომრავლდება……ეს ხელბურთს ძალიან წაადგება
8 აპრილი, 2010 at 22:52
ლიკა
გიოოო, რა მაგარი ხაააარ
13 აპრილი, 2010 at 13:41
ლიკა
თან 7 ჩემი საყვარელი ციფრია
გაიხარე დეიდა გენაცვალოს შენ.. რა დიშვილი მყააავს, შემოვევლე ამას:D
13 აპრილი, 2010 at 13:43
ლიკა
ხელბურთის იმედი ხარ რააა “7″
13 აპრილი, 2010 at 13:45